სიახლეები
23-27 მარტს, საქართველოს იუსტიცის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია თვითმმართველობის მოხელეებისათვის ტრენინგ-პროგრამის VII სესიას მართავს.
დღეს, 2015 წლის 3 თებერვალს, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართევლობის ეროვნული ასოციაციის ინიციატივით გაიმართა სემინარი „რეგიონული განვითარების დაგეგმვა“. ღონისძიება დაფინანსებულია ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში ა.წ. 17-21 ნოემბერს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები და გამგებლები სამუშაო ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია, ევროპის კავშირის ფინანსური ხელშეწყობით, იწყებს თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეების ხელშეწყობისა და სამოქალაქო მობილიზაციის პროექტს. ამ პროექტის მიზანია ყველა მუნიციპალიტეტში სამოქალაქო აქტიურობის წახალისება, ადგილობრივი სათემო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართვა მმართველობით პროცესებში.
აღმასრულებელმა საბჭომ კენჭი უყარა და ერთხმად დაამტკიცა ასოციაციის ორი ვიცე-პრეზიდენტი თბილისის საკრებულო თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე და ბორჯომის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ეროვნულ ასამბლეაზე აღმასრულებელი საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს. ეროვნულ ასამბლეაზე აღმასრულებელი საბჭოს 23-კაციან ერთიან სიას მოწვეულმა დელეგატებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ერივნული ასოციაციის ეროვნულ ასამბლეაზე მოწვეულმა დელეგატებმა ასოციაციის პრეზიდენტად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჯიქია აირჩიეს.
2014 წლის 1 სექტემბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ეროვნული ასამბლეა გაიმართა. ეროვნულ ასამბლეაზე მოწვეული იყვნენ დელეგატები საქართველოს ყველა თვითმმართველი ერთეულიდან.
2014 წლის 1 სექტემბერს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის III ეროვნული ასაბმლეა გაიმართება.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბრიუსელში გაიმართება, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი მამუკა აბულაძე სიტყვით წარსდგება.