23 სექტემბერს ქ.ფოთში თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრები ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს მაია სიდამონიძეს შეხვდნენ და ტურიზმის განვითარებაში ადგილობრივი თვითმმართველობების როლის შესახებ ისაუბრეს.

 
        					 
        					 
																			 
																			 
																			 
																			 
					     
					     
					     
					     
					    