ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გაიმართა

10 აპრილი 2014

8 აპრილს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პარმენ მარგველიძე გუბერნატორის პირველ მოადგილეს და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ნორვეგიის თვითმმართველობათა ასოციაციისა და საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მიერ დაგეგმილი პროექტის განხილვა, რომლის ფარგლებშიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სამთემში (ნიკორწმინდა, წესიდახოტევი) მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით შერჩეულ პროექტებს დააფინანსებს. თითოეული პროექტი დაახლოებით 7 000 ლარით დაფინანსდება. ასევე მოხდა შერჩეული თემების მოსახლეობასთან შეხვედრა. სადაც შეირჩა პრიორიტეტული პროექტები. პროექტის გახორციელებისას სოფელი მიიღებს მონაწილეობას შრომითი რესურსით.
გუბერნატორმა მხარდაჭერა გამოხატა აღნიშნული ინიციატივის მიმართ თუმცა აღნიშნა რომ აუცილებელია მსგავსი სახის პროექტები რეგიონის სხვა სოფლებშიც განხორციელდეს და მოხდეს მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.როგორც შეხვედრაზე აღინიშნა პროექტი საპილოტეა და დასაწყისში მხოლოდ აღნიშნული თემები დაფინანსდება, თუმცა წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ეტაპობრივად რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტს მოიცავს.