საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია უერთდება 13 ივნისს თბილისში მდინარე ვერეს ადიდებით გამოწვეული წყალდიდობით დაზარალებულთა დახმარების აქციას. ასოციაციამ დანგრეული ზოოპარკისა და მზიურის პარკის გაწმენდითი სამუშაოების ხელშეწყობისათვის საჭირო ნივთები და სამუშაოებში ჩართული მოხალისეთათვის საკვები შეიძინა.