გადაცემა "დღის შოუ"-ში თვითმმართველობებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობაზე ისაუბრესა

25 აპრილი 2017

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ადგილობრივ თვითმმართველობებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობაზე ნორგევიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის წარმომადგენელმა ლის შანკემ და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის(NALAG) აღმასრულებელი საბჭოს წევრმა თამარ ტალიაშვილმა ისაუბრეს. თამარ ტალიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ გენდერული თანასწორობა მაქსიმალურად იყოს გარანტირებული საქმიანობის ყველა სფეროში. ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის წარმომადგენლის ლის შანკის თქმით, ნორვეგიაში ქალთა წარმომადგენლობა თითქმის ნახევარზე მეტია სახელმწიფო ორგანოებში. დიდია წარმომადგენლობაა ქალბატონების, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე. თამარ ტალიაშვილმა იმ რეგიონულ კონფერენციაზეც ისაუბრა, რომელიც გენდერულ საკითხებზე 26 და 27 აპრილს თელავსა და მცხეთაში უნდა ჩატარდეს. კონფერენციის მიზანია ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში ევროპული ქარტიის პრინციპების დანერგვისთვის, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, მედიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის საკითხებით დაინტერესებული საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების გაერთიანება. მიმდინარე წლის თებერვალში ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციას(NALAG), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) საქართველოს წარმომადგენლობას, გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) საქართველოს ოფისსა და „ევროპის ასოციაცია ადგილობრივი დემოკრატიისთვის“(ALDA)-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. მემორანდუმი ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის გარანტიების გაძლიერების მიზნით ხელმომწერ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, მხარეები ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციისა (KS) და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის (NALAG) მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში ითანამშრომლებენ. ამით ხელი შეეწყობა საქართველოს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა შორის პრაქტიკული მექანიზმების განმტკიცებას, ასევე ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობისათვის’’ ევროპული ქარტიის პოპულარიზაციას.