"ათეა" კონკურს აცხადებს შემდეგ პოზიციებზე

15 თებერვალი 2018

საქართველოს ადილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის “დემოკრატიული მმართველობა საქართველოში” ფარგლებში აცხადებს კონკურსს შემდეგ პოზიციებზე:
1.წევრ მუნიცპალიტეტებთან კომუნიკაციის კოორდინატორი
2.IT სპეციალისტი დაინტერესებულმა პირებმა ამა წლის 25 თებერვლის 6 საათამდე უნდა წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონული სახით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე jobs@nala.ge. წერილის უნდა მიეთითოს ლათინური ასოებით “MEM-018” და ის პოზიცია (ანუ “კოორდინატორი” ან “IT სპეციალისტი” და ა.შ.) რომელზედაც შეგაქვთ განაცხადი. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ მიღებული კორესპოდენცია არ განიხილება.

 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები: IT სპეციალისტი

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად; რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ტექნიკის თანმდევი დოკუმენტაციის წაკითხვის დონეზე (სავალდებულო).

ფუნქცია-მოვალეობები:

ოპერაციული სისტემების Windows 7, 8, 10 ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა.
MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Outlook - კარგი ცოდნა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: წევრ მუნიცპალიტეტებთან კომუნიკაციის კოორდინატორი

  • უმაღლესი განათლება
  • სამუშაო გამოცდილება 1-3 წლამდე
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word, MS PowerPoint; MS project;

ფუნქცია-მოვალეობები:
ორგანიზაციის წევრ მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობა და მონაცემთა ბაზის შექმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შესაბამისი მოკვლევის ჩატარება და პრობლემათა იდენტიფიცირება.

წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება მოხდება 28 თებერვლამდე.