საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), ევროპის კავშირის მხარდაჭერით, მასშტაბურ პროექტს იწყებს.
პროექტის „კავშირების დამყარება ეფექტიანობის გაძლიერებისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს ადგილობივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, კაჭრეთის სასტუმროში ,,ამბასადორი“ პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ,,ათეა“-ს პარტნიორი ორგანიზაციები და მონაწილე ექსპერტები ესწრებოდნენ.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ აღნიშნა, პროექტი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას, სამიზნე მუნიციპალიტეტებში საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის ახალი სისტემის დანერგვას, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის ქსელის განვითარებისა და კარგი პრაქტიკის გაცვლა-გაზიარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს პროექტით გათვალისწინებული მიზნები, ამოცანები და ღონისძიებები.
აღნიშნულ პროექტს ასოციაცია PMC - ის კვლევის ცენტრისა (PMC-RC) და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების ასოციაციასთან (LALGER) ერთად ახორციელებს.