ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი - ,,მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ დასრულდა

6 ივნისი 2018

 

ევროკავშირის მხარდაჭერით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის, ნიდერლანდების მუნიციპალიტეტების ასოციიაციისა და მუნიციპალიტეტების საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრის პარტნიორობით  განხორცილებული პროექტი - ,,მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ დასრულდა.

24 თვიანი პროექტი, რომელიც რუსთავში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის დანერგვაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერას გულისხმობს, რამდენიმე  კომპონენტისგან შედგებოდა.

მუნიციპალური ადმინისტრაციული სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერება, ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების შესახებ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივ  ჯგუფებთან და რუსთავის  მუნიციპალიტეტთან დიალოგის განვითარება, ასევე  მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნა, - ეს  ის სტრატეგიული ამოცანებია, რომლებსაც აღნიშნული დოკუმენტი ითვალიწინებდა.

პროექტის ფარგლებში შემუშავდა სპეციალური კითხვარი, რომლის მეშვეობითაც რუსთავის ათივე ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა მოსახლეობის გამოკითხვა, ასევე ბიუჯეტის პროექტისა და მისი შესრულების შესახებ გაიმართა საჯარო დისკუსიები და ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვის  პრიორიტეტები გამოიკვეთა.

პროექტის ,,მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“  ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად წარმოდგენილი დასკვნები და რეკომენდაციები იხილეთ შემდეგ ბმულებზე :

 

  1. http://rustavi.gov.ge/file_manager/69/22786afa5eb43cc1a001f1657201bepdf

 

  1. http://rustavi.gov.ge/file_manager/7/022964e5ebde1ce77c6216233a86eadoc

 

  1. http://rustavi.gov.ge/file_manager/7/db4cdc69574ced3d8c3c9f629727d8doc

 

  1. http://rustavi.gov.ge/file_manager/44/b07d9d0a665cf06a6e2e368bdb4bbepdf