ქართული დელეგაცია ბილბაოში  ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონების საბჭოს -“CEMR” კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად  გაემგზავრა

10 ივნისი 2018

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის - თამარ ტალიაშვილის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია ჩრდილოეთ ესპანეთის ქალაქ ბილბაოში გაემგზავრა, სადაც  ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონების საბჭოს -“CEMR” კონფერენციაში  მიიღებს მონაწილეობას.

სამდღიან აკონფერენციაზე, რომელიც  ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრაქტიკაში განვითარებასა და ადგილობრივ პოლიტიკაში მრავალფეროვნების ახალი მიდგომებით დანერგვას ისახავს მიზნად, ,,ათეა“-ს ვიცე - პრეზიდენტი გენდერული თანასწორობის საკითხების თემაზე პრეზენტაციით წარსდგება.

დელეგაციის შემადგენლობა, ასევე რამდენიმე შეხვედრას დაესწრება და სხვადასხვა თემების განხილვის დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.

კონფერენცია - "თანასწორობის მრავალფეროვნება და ჩართულობა" 13 ივნისს დასრულდება.