ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მხარდაჭერით, 2018 წლის 14-15 დეკემბერს Expo Georgia-ში გამოფენა Aquatherm 2018 გაიმართება. 
Aquatherm ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც  გათბობის, ენერგო-ტექნოლოგიების, მდგრადი ენერგო სისტემის, სანიტარული მოწყობილობების ტექნოლოგიებისა და გაგრილება-კონდიცირება-ვენტილაციის საკითხებს ეძღვნება.
აღნიშნულ გამოფენაზე, წელს პირველად წარმოდგენილი იქნება ჩეხეთის 7 კომპანია.

 
        					 
        					 
					 
																			 
																			 
																			 
																			 
					     
					     
					     
					     
					    