საქართველოსა და ნორვეგიის თვითმმართველობის ასოციაციების ერთობლივ კონფერენციაზე ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს

14 თებერვალი 2019

ათეა-სა და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის ერთობლივი პროექტის - ,,ადგილობრივი დემოკრატია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივები’’, შემაჯამებელ კონფერენციაზე ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.  

შეხვედრაში,  რომელიც სასტუმროში ,,ჰოლიდეი ინნ“ მოეწყო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან - დავით მელუასთან და მის მოადგილესთან - ნათია ღვინაშვილთან ერთად, ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის საერთაშორისო პროექტების მრჩეველმა - ბიორნ რანგევაერმა,  ათეა-ს ექსპერტებმა - ნინო ზურაბიშვილმა და კახა გურგენიძემ, ასევე  მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.  

ბიორნ რანგევაერმა დამსწრე საზოგადოებას ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის მიმართულებით, ნორვეგიის გამოცდილება გაუზიარა. კახა გურგენიძემ კი, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, პრეზენტაცია გამართა და საქართველოსთვის ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის მოდელები  წარმოადგინა.

კონფერენციაზე ასევე, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და რუსთავის საკრებულოების წარმომადგენლებმა საკუთარ მუნიციპალიტეტებში ათეა-ს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები წარმოადგინეს. 

ათეა-სა და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის ერთობლივი პროექტის - ,,ადგილობრივი დემოკრატია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივები’’ შემაჯამებელი ორ დღიანი კონფერენცია დღეს დასრულდა.