საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ ევროპის საბჭოს კონგრესის რეგიონთა პალატაში წარდგენილმა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა - ოთარ გრიგოლიამ და ლევან ჟორჟოლიანმა, მონიტორინგის კომიტეტის ონლაინ სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრაზე, რომელსაც კონგრესის გენერალური მდივანი – ანდრეას კიფერი და მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე – გუდრუნ მოზლერ ტორნსრომი უძღვებოდნენ, სხვა საკითხებთან ერთად, 2021 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანგარიში განიხილეს, რომელიც დამსწრე საზოგადოებას, ევროპის სახალხო პარტიის (EPP/CCE) წვერმა წარუდგინა.
დევიდ ერეიმ, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა და იმ რეფორმას გაუსვა ხაზი, რომელიც ქვეყნის პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობასთან და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შეიმუშავა.
დელეგაციის წევრებმა კონგრესის მონიტორინგის წარმომადგენლებს საქართველოში წარმატებული მისიისთვის მადლობა გადაუხადეს, თუმცა ისიც აღნიშნეს, რომ დოკუმენტში რამდენიმე ფაქტობრივი უზუსტობა ფიქსირდება, რასთან დაკავშირებითაც, დევიდ ერეიმიმ განაცხადა, რომ შენიშვნების ნაწილი გათვალისწინებული იქნება საბოლოო დოკუმენტში, რომელიც მარტის სესიაზე დამტკიცდება.
დღესვე, სხდომის მონაწილეებმა, კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, რის შედეგადაც, აღნიშნული თანამდებობა - გაერთიანებული სამეფოდან - სტიუარდ დიქსონმა დაიკავა.
კომიტეტის წევრებმა, ასევე, წევრი ქვეყნების მიერ წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მონიტორინგის შედეგებზე და ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე იმსჯელეს და ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშები და სამომავლო გეგმები განიხილეს.