საკონსულტაციო შეხვედრა თბილისის მუნიციპალიტეტის გამგებლებთან

22 თებერვალი 2022

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მხარდაჭერით, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ ინიცირებული შეხვედრა გაიმართა.

საკონსულტაციო ხასიათის პირველი შეხვედრა, რომელშიც ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, CEMR-ში ეროვნულმა კოორდინატორმა და ექსპერტმა- ნათია ღვინაშვილმა მიიღო მონაწილეობა, თბილისის მუნიციპალიტეტის გამგებლებისთვის, ასოციაციის ოფისში მოეწყო და მას საბჭოს მდივანი, პარლამენტის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტის საპარლამეტო საბჭოების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი - მარიამ ბობოხიძე, საბჭოს მოწვეულ ექსპერტთან - ლადო ჯავახიშვილთან ერთად უძღვებოდა.

ორგანიზატორების განცხადებით, შეხვედრის მიზანს ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სერვისების  მხარდაჭერა და მათ გაძლიერებაზე მიმართული პროგრამებისა და პროექტების  ხელშეწყობა წარმოადგენს.

თბილისის გამგებლებმა, თავის მხრივ,  საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა წინადადებები წარმოადგინეს.

როგორც მარიამ ბობოხიძემ განმარტა, ანალოგიური შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს საბჭოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების უფრო ეფექტიანად განხორციელებას.