15 ივლისიდან, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში „მთის დღეები 2023“ იწყება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით „მთის დღეები“ წელს მეორედ გაიმართება. მთის ხალხის ყოველდღიურობა და ტრადიციები, განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობა, სამზარეულო, ლეგენდები, ცეკვა და სიმღერა, ეს ის არასრული ჩამონათვალია, რასაც ორგანიზატორები ფესტივალის სტუმრებს შესთავაზებენ.
თუშეთი - ომალო, იმერეთი - გორდი, გურია - ბახმარო, რაჭა - შოვი, სვანეთი- უღვირის ტბა, ყაზბეგი - ელიას ტყის მიმდებარედ - ეს ის ადგილებია, სადაც წელს მთის კვირეული, 15 და 22 ივლისს გაიმართება.
საფესტივალო ტერიტორიაზე მისული სტუმრები სხვადასხვა აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას. გაეცნობიან მთის ხინკლის ისტორიას, ასევე გამოფენილი იქნება ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული შემეცნებითი კუთხე. სტუმრები დაესწრებიან ქსოვისა და რეწვის გაკვეთილებს.
დეტალურ ინფორმაცია
15 ივლისი
თუშეთი, ომალო
14:00 საათი – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა
15:00 საათი – თუშური დოღი
15:00 საათი – ხალხური რეწვის მასტერ-კლასი
16:30 საათი – გასართობი თამაშები
16:00 საათი – „მთის დღეები 2023“ დაჯილდოების ცერემონია
16:30 საათი – თუშური თანამედროვე კერძების დეგუსტაცია – შეფ-მზარეული ია ძაგანია
16:30 საათი – შოუ „მასტერ-შეფის“ გამარჯვებული რუსო დაუშვილის კერძების დეგუსტაცია
16:30 საათი – შოუ „მასტერ-შეფის“ გამარჯვებული ნინო ვარშანიძის კერძების დეგუსტაცია
16:30 საათი – ადგილობრივი ოჯახების ტრადიციული კერძების დეგუსტაცია
17:00 საათი – ანსამბლი „გორდელა“
18:00 საათი – „ოჩოს ქოხი“
20:00 საათი – სიმღერა კოცონთან, ანსამბლი „რანინა“
რაჭა, შოვი
09:00–14:00 საათი – შეჯიბრება ოფროუდში
14:00–20:00 საათი – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
14:00–20:00 საათი – გასართობი შოუ – ანიმატორები, გართობა ბავშვებისთვის
14:00–19:00 საათი – ცხენებით სეირნობა
14:00–17:00 საათი – DJ LEVI LOVE DISCO
15:00 საათი – მასტერ-კლასი შეფ-მზარეულ ლევან კობ¬იაშვილისგან
15:30 საათი – მასტერ-კლასი შეფ-მზარეულ დიმიტრი შარაშიძისგან
14:00–20:00 საათი – ადგილობრივი მზარეულების მასტერ-კლასი
14:00–22:00 საათი – ბარი „ფოსტა“
16:00 საათი – „მთის დღეები 2023“ დაჯილდოების ცერემონია
16:30 საათი – ოფროუდის გამარჯვებულების დაჯილდოება
17:00 საათი – ნოდარიკო ხუციშვილისა და ბენდის კონცერტი
18:00 საათი – მარიამ გალოგრეს, ნინი ასილიანის, ნოდარიკო ხუციშვილის კონცერტი
19:00 საათი – ჯემ-სეიშენი სანდრო ნიკოლაძე
20:00 საათი – ზღაპრები კოცონთან: ნიკა წულუკიძე
20:30 საათი – სიმღერა კოცონთან: გელა დონაძე და კვარტეტი
იმერეთი, გორდი
14:00 საათი – DJ მეტრეველი
14:00 საათი – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
14:00 საათი– ადგილობრივი კულინარიის გაკვეთილები – დეგუსტაცია – ადგილობრივი ფოლკლორის თანხლებით
14:00 საათი – გასართობი თამაშები – ველოტური, ზიპლაინი, მასტერ-კლასები, კონკურსები
14:30 საათი – შეფ-მზარეულ მიშა ავსაჯანიშვილის კერძების დეგუსტაცია
14:30 საათი – შეფ-მზარეულ თორღვა გოგოჭურის კერძების დეგუსტაცია
16:30 საათი – ადგილობრივი მზარეულების კერძების დეგუსტაცია
17:30 საათი – „მთის დღეები 2023“ დაჯილდოების ცერემონია
17:30 საათი – ანსამბლი „ჩვენებურები“
20:30 საათი – სიმღერა კოცონთან „თბილისური კვარტეტი“
22 ივლისი
ხევი, ყაზბეგი, ელიას ტყე
14:00–18:00 საათი – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
14:00–18:00 საათი – გასართობი სპორტული ღონისძიებები
15:00–15:45 საათი – ადგილობრივი ლუდის ხარშვისა და ხინკლის მომზადების მასტერ-კლასი
15:45–16:45 საათი – შეფ-მზარეულ ია ძაგანიას კერძების დეგუსტაცია
16:45–17:45 საათი – შეფ-მზარეულ დიმა მენაბდის კერძების დეგუსტაცია
17:45–18:00 საათი – „მთის დღეები 2023“ დაჯილდოების ცერემონია
18:00–19:00 საათი – ზუკა ხუციშვილი და ბენდი
20:00–21:00 საათი – სიმღერა კოცონთან „ჰერიო“
გურია, ბახმაროს პარკი
14:00–20:00 საათი– ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
14:00–17:00 საათი– ფლორისტების მასტერ-კლასი
14:00–14:30 საათი – ტრიო „აპრილია“
15:30–16:00 საათი – ტრადიციული დოღი
16:00–20:00 საათი – ახალგაზრდული სპორტული თამაშები
16:30–17:30 საათი – ცნობილი მზარეულების ესმა კუნჭულიასა და ავთო ცეცხლაძის კერძების დეგუსტაცია და მასტერ-კლასი
19:00–19:30 საათი – „მთის დღეები 2023“ დაჯილდოების ცერემონია
19:30–20:30 საათი– ანსამბლი „ბანი“
20:30–21:30 საათი– ჯგუფი „რეგიონი“
21:30–22:00 საათი– სიმღერა კოცონთან.
სვანეთი, მესტია, უღვირის ტბა
14:00–18:00 საათი– ფონური მუსიკა DJ
14:00-19:00 საათი- ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
15:00 - 17:30 საათი- მშვილოდოსნობა, ფრენბურთი, ბადმინტონი, ცხენების ტური, ბრენდ შეფი კონსტანტიტე თედელურის კერძების დეგუსტაცია, შეფ გიგი აფციაურის კერძების დეგუსტაცია, ადგილობრივი მზარეულის მიერ დამზადებული ტრადიციული კერძების დაგემოვნება
16:00 საათი- დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2023“
16:30 საათი - ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი
18:00 - 19:30 საათი - ანსამბლი „ქართული ხმები“ და ბენდი
19:35 - 20:00 საათი- ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“
20:00- 22:00 საათი - მთის ამბების თხრობა და სიმღერა კოცონთან - „ჩვენი კვარტეტი“, ნეკა სებისკვერაძე.