საერთაშორისო ქსელები

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG)  ”ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო - საქართველო” - ს დამფუძნებელი და წევრია.

ასოციაცია  აქტიურად მონაწილეობს ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციების ევროპულ ფორუმში და მისი ერთ-ერთი აქტიური წევრია.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG)  ევროპის საბჭოს ეგიდით ყოველწლიურად მართავს ადგილობრივი დემოკრატიის ევროპულ კვირეულს საქართველოში.

ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივ  თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციების ქსელთან (NALAS) და ჩართულია ბალკანეთის რეგიონში ადგილბრივი დემოკრატიის ხელშეწყობის ფორუმში.

2010 წლიდან ასოციაცია (NALAG)  არის ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს წევრი.
ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო (CEMR) უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ევროპული ასოციაციაა და ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც  41 ევროპული ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს აერთიანებს.
ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო  მსოფლიო ორგანიზაციის ”გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი მმართველობის (UCLG)” ევროპული სექციაა.

CEMR-ი ასევე ასრულებს PLATFORMA-ს სამდივნოს ფუნქციას, რომელიც კოორდინირებას უწევს ადგილობრივ და რეგიონულ ასოციაციებს მთელი ევროპის მასშტაბით და NALAG როგორც CEMR-ის წევრი პარტნიორობას უწევს აღნიშნულ ქსელს.

2011 წლიდან საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთა და თვითმმართველობათა კონფერენციის (CORLEAP) წევრია.