სიახლეები
25-26 ივნისს, მიუნხენში გასამართ შეხვედრას საქართველოდან დაესწრებიან ბორჯომის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი.
18-19 ივნისს ქალაქ რიგაში, ლატვიის ადგილობრივი და რეგიონალური ასოციაციის, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკომისიის ორგანიზებით, იმართება ღონისძიება თემაზე „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის შეცვლა - ფოკუსირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე.“
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია უერთდება 13 ივნისს თბილისში მდინარე ვერეს ადიდებით გამოწვეული წყალდიდობით დაზარალებულთა დახმარების აქციას. ასოციაციამ დანგრეული ზოოპარკისა და მზიურის პარკის გაწმენდითი სამუშაოების ხელშეწყობისათვის საჭირო ნივთები და სამუშაოებში ჩართული მოხალისეთათვის საკვები შეიძინა.
შემუშავებული კანონპროექტის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული სტაბილური, ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. კანონპროექტის სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე.
პრაქტიკამ ცხადყო, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე საქართველოს დედაქალაქის - თბილისის კარი და თბილისთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები საჭიროებს დახვეწასა და პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემების შესაბამისად კოდექსის ნორმების ახლებურ რეგულირებას.ამ საკითხებიდან გამომდინარე მომზადდა კანონპროექტი, რომლის მიზანს წარმოადგენს პრაქტიკაში გამოვლენილი სირთულეებიდან გამომდინარე იმ ხარვეზების გამოსწორება. გთხოვთ, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის ტექსტი იხილოთ ბმულზე, ხოლო საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებითი ბარათი იხილოთ შემდეგ ბმულზე.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ოფიციალური პირები დღეს სასწავლო ვიზიტით პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა) გაემგზავრნენ.ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წევრები გამართავენ შეხვედრებს ქალაქების პრაღის, ლიტომიმერიცეს და პისეკის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ოფიციალურ პირებთან. ასევე შეხვედრა გაიმართება ჩეხეთის პარლამენტსა და ჩეხეთის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ასოციაციაში.
პლატფორმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მოიცავს ასოციაციის მიმდინარე პროექტების ფარგლებში გათვალისწინებულ ღონისძიებებს და ტრენინგებს, რომელიც საქართველოს რეგიონებში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 720 ადამიანმა მიიღო. პლატფორმა ასევე აქვეყნებს ივნისში დაგეგმილი ოფიციალური საერთაშორისო ვიზიტების შესახებ ინფორმაციას. დეტალურად იხილეთ ბმულზე.
ესტონეთის დიპლომატიის სკოლა 2015-2016 აკადემიური წლისათვის სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს. იხ. დეტალები
ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის (CORLEAP) მეხუთე ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. თამარ ტალიაშვილმა, CORLEAP-ში საქართველოს დელეგაციის წევრმა, თავის მოხსენებაში ისაუბრა თვითმმართველობის რეფორმებზე და დელეგაციის წევრებს 2014 წლის ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნების შესახებ გამოცდილება გაუზიარა.
ევროდელეგაციის მიერ გამოცხედებული საგრანტო პროგრამა ფოკუსირებულია თანამშრომლობის გაღრმავებაზე სამოქალაქო სექტორსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის. კონკურისის მიზანია მმართველობითი სისტემების გაუმჯობესება და მონაწილებითი ეკონომიკური ზრდის მიღწევა ადგილობრივ დონეზე ადგილობრივ ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის მეშვეუობით. იხ. დეტალურად
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ინიციატივით თბილისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერები, გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. იხ.დეტალურად
საქართველო, – აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში, რომელსაც, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია ახორციელებს, თვითმმართველობის მოხელეებისათვის ტრენინგ-პროგრამა დასრულდა.