სიახლეები
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში განახლდა სწავლება საჯარო მმართველობის და ადმინისტრირების პროგრამის შემდეგ კურსებზე:საჯარო ორგანიზაციების მართვა,ფინანსური მენეჯმენტი და შიდა აუდიტი საჯარო მოხელეთათვის,სახელმწიფო შესყიდვები,ადამიანური რესურსების მართვა და საქმის წარმოება საჯარო სექტორში.
2014 წლის 14-15 მაისს ქალაქ თბილისში, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნი“ იმართება სემინარი თემაზე “განვითარებისა და მმართველობის სფეროში ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების შესაძლებლობის გაზრდა და დიალოგის ხელშეწყობა ევრაზიის კონტინენტზე”.
2014 წლის 14 აპრილს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში ტრენინგ-პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ა.წ. წლის 12-15 აპრილს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია”ფარგლებში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია თვითმმართველობის მოხელეებისათვის ტრენინგ-პროგრამის VI სესიას გამართა.
8 აპრილს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პარმენ მარგველიძე, გუბერნატორის პირველ მოადგილესა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
ევროპის კავშირის დელეგაცია ამზადებს ახალ პროგრამას ადგილობრივი თვითმმართვველობისა და სამოქალაქო საზოგადოების დახმარების კუთხით. ახალი პროგრამის შემუშავებისათვის დაწყებულია კონსულტაციები.კონსულტაციების პროცესისათვის შემოთავაზებულია საგზაო რუკა იმ შემთხვევაში თუ გაქვთ შენიშვნები და რეკომენდაციები აღნიშნულ საგზო რუკასთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგავწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@nala.ge
2014 წლის 1-3 მარტს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულმა ასოციაციამ თვითმმართველობის მოხელეებისათვის ტრენინგ-პროგრამის V სესია გაიმართა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონფერენციის (CORLEAP) თანათავმჯდომარეები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, წერილით მიმართავენ. წერილის ტექსტი
2014 წლის 1-3 თებერვალს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულმა ასოციაციამ თვითმმართველობის მოხელეებისათვის ტრენინგ-პროგრამის IV სესია გაიმართება.
ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) განცხადება გიგი უგულავასთვის თბილისის მერის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია გთავაზობთ შენიშვნებს კანონპროექტის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" შესახებ.