სიახლეები
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის აროვნულმა ასოციაციამ საკონსულტაციო შეხვედრები გამართა, საქართველოს ცხრა რეგიონსა და აჭარის ა.რ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.
ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულია სოციაცია"(NALAG) თვითმმართველობათა ტერიტორიული ორგანოების სტატუსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის 2016 წლის სამუშაო ანგარიში
ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის(NALAG) ორგანიზებით, მცხეთაში, თემაზე-„ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში - ევროპული ქარტიის პრინციპები“ კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციისა (KS) და „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ (NALAG) მიერ, 2015-2018 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის(NALAG) ორგანიზებით, თელავში, თემაზე-„ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში - ევროპული ქარტიის პრინციპები“ კონფერენცია გაიმართა.
ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ადგილობრივ თვითმმართველობებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობაზე ისაუბრეს.
ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია თვითმმართველობათა ტერიტორიული ორგანოების სტატუსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს.
რუსთავში, თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, რუსთავის მერიაში, თვითმმართველობათა ტერიტორიული ორგანოების სტატუსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ ტელეკომპანია "ობიექტივის" პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხა.
თელავში, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით "ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ ისაუბრა.
ევროპის საბჭომ პროგრამული ჩარჩო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გამოაცხადა საგრანტო კონკურსი
დღეს 2017 წლის 1 მარტს ქალაქ სტრასბურგში (საფრანგეთი) ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას ევროპის საბჭოსა და საქართველოს სამ მუნიცპლიტეტს (თიანეთი, დუშეთი და კასპი) შორის.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის(NALAG) ორგანიზებით, თემაზე-„ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში - ევროპული ქარტიის პრინციპები“ კონფერენცია გაიმართა.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (NALAG) და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) ორგანიზებით, თბილისში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკოორდინაციო ორდღიანი სემინარი მიმდინარეობს.
„საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ“ თემაზე - „საქართველოს წყლის სექტორში პროექტების ეფექტიანი მართვა“ დასკვნითი კონფერენცია გამართა.
ინოვაციური პროექტის ,, საზღრისპირა ტურიზმის განვითრარების გზით ახალგაზრდების დასაქმების საერთო პრობლემების მოგვარება’’ ფარგლებში ქართველი ახალგაზრდებისთვის მდგრადი ტურიზმის ტრენინგები იწყება.
შეხვედრაზე მხარეებმა ასოციაციის მიერ უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები განიხილეს.
კონკურსის შედეგად, აგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ შეარჩია ორი მოაქალაქე ჟურნალისტი, 26 წლის სალომე ლემონჯავა და 21 წლის ნათია შაკაია.
ფონდი „სხვა სივრცე“ და DF Watch იწვევენ ჟურნალისტებს ნამუშევრების წარსადგენად კონკურსში „მონაწილეობის ლიდერები“.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია, ევროპის კავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის“ ფარგლებში აცხადებს კონკურს რეგიონებში არსებულ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
20 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში სოფლის/თემის პრობლემატიკისადმი მიძღვნილი რეგიონული მედია-ტური შედგა.
საქართველოს ადგილობრივი თვითთმართველობის ეროვნულ ასოციაციაში (NALAG) კონკურსის "მე - ევროპის მოქალაქე" გამარჯვებულები დააჯილდოეს. კონკურსის მონაწილეებს უნდა მოეფიქრებინათ სლოგანი, გადაეღოთ ფოტო, ან ვიდეო მასალა თემაზე "მე - ევროპის მოქალაქე".
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას (NALAG), წყალმომარაგების საკითხებში ჩეხი ექსპერტი მილან ოლერინი ეწვია.
საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და აშშ-ს განვითარების სააგენტოს („USAID“) ორგანიზებით თემაზე - „კლიმატის ცვლილება ადგილობრივ დონეზე - პოლიტიკა და ქმედება“ კონფერენცია ჩატარდა.
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარული სესია მიმდინარეობს.
29 თებერვალს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, გაიმართა რეგიონალური შეხვედრა თემაზე „სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის“.
ლიდერობის შესახებ სამუშაო შეხვედრა ორგანიზებულია „ადგილობრივი ხელისუფლების ინსტუტუციონალური ჩარჩოების გაძლიერება“ თემატური პროექტის ფრაგლებში.
რეგიონალური შეხვედრა თემაზე „სმოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის“.
8 თებერვალს, ქალაქ ახალციხეში, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გაიმართა რეგიონალური შეხვედრა თემაზე „სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის“.
5 თებერვალს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოში, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინისა და ბელორუსის პროგრამული თანამშრომლობის პროექტის მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.
2 თებერვალს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას სამუშაო ვიზიტით ეწვია დელეგაცია ევროპის საბჭოდან.
29 იანვარს, ქალაქ თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) ინიცირებითა და LDA-georgia-ს (ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო - საქართველოს) მხარდაჭერით, გაიმართა რეგიონალური შეხვედრა თემაზე „სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის“.
საქართველოს ადგილობრივი ეროვნული თვითმმართველობის ასოციაცია პროექტის "ადგილობრივი ხელისუფლება, როგორც განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მამოძრავებელი ძალა"(LADDER) ფარგლებში, ახორციელებს „ მოქალაქე ჟურნალისტის“ ქსელის შექმნის ინიციატივას, რომელიც მხარდაჭერილი იქნება საერთაშორისო დონეზე.
კონფერენცია „ადგილობრივი თვითმმართველობა - საუკეთესო პრაქტიკა 2015“ თბილისში, 12 დეკემბერს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ევროპულ ქსელთან პარტნიორობით ანხორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს “ადგილობრივი ხელისუფლება როგორც განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მამოძრავებელი”
30 ნოემერს, ქალაქ რუსთავის მერიაში, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) ინიცირებითა და LDA-Georgia-ს (ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო - საქართველოს) და ALDA (აგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაცია) მხარდაჭერით, გაიმართა რეგიონული შეხვედრა თემაზე „მობილიზებული სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის“.
კონფერენცია თემაზე - ტერიტორიული ერთეულების როლი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაში;
24 ნოემბერს დაიწყო 3 დღიანი სამუშაო შეხვედრებისა და სემინარების სერია, „ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუციონალური ჩარჩოების გაძლიერება“ - თემატური პროგრამის ფარგლებში.
10-16 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს დემოკრატიის კვირეულის ფარგლებში თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ შეხვედრები ქვემო ქართლის რეგიონში გამართა.
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის თანამშრომლობით 10-11 ივლის ქალაქ თბილისში გაიმართა რეგიონალური კონფერენცია.
შეხვედრზე მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სამომავლო გეგმები და იმსჯელეს სხვა დაინტერესებულ მხარეებთან საქმიანობის კოორდინირებაზე. დაინტერესებულ მხარეთა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს აერთიანებს.
25-26 ივნისს, მიუნხენში გასამართ შეხვედრას საქართველოდან დაესწრებიან ბორჯომის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი.
18-19 ივნისს ქალაქ რიგაში, ლატვიის ადგილობრივი და რეგიონალური ასოციაციის, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკომისიის ორგანიზებით, იმართება ღონისძიება თემაზე „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის შეცვლა - ფოკუსირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე.“
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია უერთდება 13 ივნისს თბილისში მდინარე ვერეს ადიდებით გამოწვეული წყალდიდობით დაზარალებულთა დახმარების აქციას. ასოციაციამ დანგრეული ზოოპარკისა და მზიურის პარკის გაწმენდითი სამუშაოების ხელშეწყობისათვის საჭირო ნივთები და სამუშაოებში ჩართული მოხალისეთათვის საკვები შეიძინა.
შემუშავებული კანონპროექტის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული სტაბილური, ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. კანონპროექტის სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე.
პრაქტიკამ ცხადყო, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე საქართველოს დედაქალაქის - თბილისის კარი და თბილისთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები საჭიროებს დახვეწასა და პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემების შესაბამისად კოდექსის ნორმების ახლებურ რეგულირებას.ამ საკითხებიდან გამომდინარე მომზადდა კანონპროექტი, რომლის მიზანს წარმოადგენს პრაქტიკაში გამოვლენილი სირთულეებიდან გამომდინარე იმ ხარვეზების გამოსწორება. გთხოვთ, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის ტექსტი იხილოთ ბმულზე, ხოლო საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებითი ბარათი იხილოთ შემდეგ ბმულზე.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ოფიციალური პირები დღეს სასწავლო ვიზიტით პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა) გაემგზავრნენ.ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წევრები გამართავენ შეხვედრებს ქალაქების პრაღის, ლიტომიმერიცეს და პისეკის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ოფიციალურ პირებთან. ასევე შეხვედრა გაიმართება ჩეხეთის პარლამენტსა და ჩეხეთის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ასოციაციაში.
პლატფორმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მოიცავს ასოციაციის მიმდინარე პროექტების ფარგლებში გათვალისწინებულ ღონისძიებებს და ტრენინგებს, რომელიც საქართველოს რეგიონებში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 720 ადამიანმა მიიღო. პლატფორმა ასევე აქვეყნებს ივნისში დაგეგმილი ოფიციალური საერთაშორისო ვიზიტების შესახებ ინფორმაციას. დეტალურად იხილეთ ბმულზე.
ესტონეთის დიპლომატიის სკოლა 2015-2016 აკადემიური წლისათვის სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს. იხ. დეტალები
ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის (CORLEAP) მეხუთე ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. თამარ ტალიაშვილმა, CORLEAP-ში საქართველოს დელეგაციის წევრმა, თავის მოხსენებაში ისაუბრა თვითმმართველობის რეფორმებზე და დელეგაციის წევრებს 2014 წლის ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნების შესახებ გამოცდილება გაუზიარა.
ევროდელეგაციის მიერ გამოცხედებული საგრანტო პროგრამა ფოკუსირებულია თანამშრომლობის გაღრმავებაზე სამოქალაქო სექტორსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის. კონკურისის მიზანია მმართველობითი სისტემების გაუმჯობესება და მონაწილებითი ეკონომიკური ზრდის მიღწევა ადგილობრივ დონეზე ადგილობრივ ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის მეშვეუობით. იხ. დეტალურად
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ინიციატივით თბილისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერები, გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. იხ.დეტალურად
საქართველო, – აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში, რომელსაც, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია ახორციელებს, თვითმმართველობის მოხელეებისათვის ტრენინგ-პროგრამა დასრულდა.
23-27 მარტს, საქართველოს იუსტიცის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია თვითმმართველობის მოხელეებისათვის ტრენინგ-პროგრამის VII სესიას მართავს.
დღეს, 2015 წლის 3 თებერვალს, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართევლობის ეროვნული ასოციაციის ინიციატივით გაიმართა სემინარი „რეგიონული განვითარების დაგეგმვა“. ღონისძიება დაფინანსებულია ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში ა.წ. 17-21 ნოემბერს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები და გამგებლები სამუშაო ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია, ევროპის კავშირის ფინანსური ხელშეწყობით, იწყებს თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეების ხელშეწყობისა და სამოქალაქო მობილიზაციის პროექტს. ამ პროექტის მიზანია ყველა მუნიციპალიტეტში სამოქალაქო აქტიურობის წახალისება, ადგილობრივი სათემო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართვა მმართველობით პროცესებში.
აღმასრულებელმა საბჭომ კენჭი უყარა და ერთხმად დაამტკიცა ასოციაციის ორი ვიცე-პრეზიდენტი თბილისის საკრებულო თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე და ბორჯომის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ეროვნულ ასამბლეაზე აღმასრულებელი საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს. ეროვნულ ასამბლეაზე აღმასრულებელი საბჭოს 23-კაციან ერთიან სიას მოწვეულმა დელეგატებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ერივნული ასოციაციის ეროვნულ ასამბლეაზე მოწვეულმა დელეგატებმა ასოციაციის პრეზიდენტად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჯიქია აირჩიეს.
2014 წლის 1 სექტემბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ეროვნული ასამბლეა გაიმართა. ეროვნულ ასამბლეაზე მოწვეული იყვნენ დელეგატები საქართველოს ყველა თვითმმართველი ერთეულიდან.
2014 წლის 1 სექტემბერს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის III ეროვნული ასაბმლეა გაიმართება.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბრიუსელში გაიმართება, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი მამუკა აბულაძე სიტყვით წარსდგება.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში განახლდა სწავლება საჯარო მმართველობის და ადმინისტრირების პროგრამის შემდეგ კურსებზე:საჯარო ორგანიზაციების მართვა,ფინანსური მენეჯმენტი და შიდა აუდიტი საჯარო მოხელეთათვის,სახელმწიფო შესყიდვები,ადამიანური რესურსების მართვა და საქმის წარმოება საჯარო სექტორში.
2014 წლის 14-15 მაისს ქალაქ თბილისში, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნი“ იმართება სემინარი თემაზე “განვითარებისა და მმართველობის სფეროში ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების შესაძლებლობის გაზრდა და დიალოგის ხელშეწყობა ევრაზიის კონტინენტზე”.
2014 წლის 14 აპრილს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში ტრენინგ-პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ა.წ. წლის 12-15 აპრილს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია”ფარგლებში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია თვითმმართველობის მოხელეებისათვის ტრენინგ-პროგრამის VI სესიას გამართა.
8 აპრილს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პარმენ მარგველიძე, გუბერნატორის პირველ მოადგილესა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
ევროპის კავშირის დელეგაცია ამზადებს ახალ პროგრამას ადგილობრივი თვითმმართვველობისა და სამოქალაქო საზოგადოების დახმარების კუთხით. ახალი პროგრამის შემუშავებისათვის დაწყებულია კონსულტაციები.კონსულტაციების პროცესისათვის შემოთავაზებულია საგზაო რუკა იმ შემთხვევაში თუ გაქვთ შენიშვნები და რეკომენდაციები აღნიშნულ საგზო რუკასთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგავწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@nala.ge
2014 წლის 1-3 მარტს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულმა ასოციაციამ თვითმმართველობის მოხელეებისათვის ტრენინგ-პროგრამის V სესია გაიმართა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონფერენციის (CORLEAP) თანათავმჯდომარეები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, წერილით მიმართავენ. წერილის ტექსტი
2014 წლის 1-3 თებერვალს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულმა ასოციაციამ თვითმმართველობის მოხელეებისათვის ტრენინგ-პროგრამის IV სესია გაიმართება.
ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) განცხადება გიგი უგულავასთვის თბილისის მერის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია გთავაზობთ შენიშვნებს კანონპროექტის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" შესახებ.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელები დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს, მაიკლ ასტრუპ იანსენსა და ბორის სილევიჩს შეხვდნენ.
2013 წლის 21-23 დეკემბერს პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია“ ფარგლებში, 30-მდე სხვადასხვა მედია-საშუალების წარმომადგენელი გორის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს ეწვიაა და ქარსაცავი ზოლებისა და მდინარის ეროზიულ პრობლემებს გაეცნო.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია წარმოგიდგენთ "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის პროექტს.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია წარმოგიდგენთ შენიშვნებსა და დასკვნას "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" პროექტის თაობაზე.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონის ახალი რედაქცის საკანონმდებლო ინიციატივის სახით დამტკიცებას, რაც შესაძლებელს ხდის ამ დოკუმენტის ფართო საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანას.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია" ფარგლებში, აცხადებს ტენდერს სასტუმრო, საკონფერენციო და კვებით მომსახურებაზე.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია“ ფარგლებში აცხადებს ტრენერთა შესარჩევ კონკურსს პროექტის დაგეგმვისა და მართვის საკითხებზე ტრენინგის ჩასატარებლად.
2013 წლის ოქტომბერში თბილისისა და კიშინიოვის დღეებთან დაკავშირებით და ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის (ELDW) აღსანიშნავად ცხადდება კონკურსი საუკეთესო ესეზე თემაზე: ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის როლი და მნიშვნელობა საქართველოს და/ან მოლდოვას ევროპული პერსპექტივისთვის“.
1 ოქტომბერს დაინტერესებულ მხარეთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელიც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს აერთიანებს და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში შეიქმნა.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციამ თვითმმართველობის მოხელეებისათვის ტრენინგ-პროგრამა შეიმუშავა.შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები გაეცნენ პროგრამის განხორციელებულ საქმიანობას და მომავალ აქტივობებს.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ადგილობრივი თვითმმართველობის იურისტებისათვის და საარჩევნო პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის როლს და სხვა საკანონმდებლო ასპექტებს მოიცავს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, პროკურატურის ორგანოებს, ასევე არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს რეკომენდაციებით მიმართავს.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია აცხადებს ტენდერს საკონფერენციო მომსახურებაზე.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია აცხადებს ტენდერს სასტუმრო, საკონფერენციო და კვებით მომსახურებაზე.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია აცხადებს ტენდერს საკონფერენციო მომსახურებაზე.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია წარმოგიდგენთ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონის“ ახალი რედაქციის კანონპროექტის სამუშაო ვერსიას, რომელიც შემუშავებულია მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად.
2013 წლის 5 ივნისს USAID-ის მისიის დირექტორმა სტივენ ჰაიკინმა პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში სტუდენტთა ესეების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში აცხადებს სტუდენტური ესეების კონკურსს თემაზე: ”კლიმატის ცვლილება და საქართველო”.
11-12 აპრილს USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში სამეცნიერო-ჟურნალისტური ექსპედიცია კახეთის რეგიონში კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლად ტერიტორიებს ეწვია.
19-21 მარტს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 22-ე სესიაზე საქართველოს შესახებ ადგილობრივი დემოკრატიის ანგარიში განიხილეს
მოწვევა ჟურნალისტებისათვის სამეცნიერო-ჟურნალისტურ ექსპედიციებსა და ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია მიესალმება რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ საჯარო განცხადებას და რეფორმის მომზადებისა და კოორდინაციის მიზნით სამინისტროსთან სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.
28 ნოემბერს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული კონგრესი გაიმართა.
2 ნოემბერს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე სპეციალური განცხადება იქნა მიღებული.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
სარჩევნო სუბიექტებისთვის კამპანიის სრულფასოვნად წარმოების მიზნით უწყებათშორისი კომისია ადგილობრივ თვითმმართველობებს რეკომენდაციას აძლევს.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა) განმეორებით აცხადებს კონკურსს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში საბაზისო კვლევის კომპონენტის განსახორციელებლად.
2012 წლის 27 ივლისს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა კავკასიაში სტივენ ჰაიკინმა გახსნა პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” პრეზენტაცია.
14 ივლისს ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის განვითარების პროექტის დირექტორი ლევან სამადაშვილი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა.
14 ივლისს გაიმართა ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა, წევრები გაეცნენ ასოციაციის მიმდინარე პროექტებს და დაგეგმილი აქტივობების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
11 ივნისს საქართველოს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის მისია ეწვიაა. მისია საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის პროგრესს შეაფასებს და სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს.
1 მაისს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციაში ლიტვის სეიმის წევრთა და ასოციაციის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა შედგა.
30 აპრილს სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” თვითმმართველობათა ქართულ-ლიტვური ფორუმი გაიმართა.
29 მარტს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებითა და USAID-ის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა ეროვნული სემინარი თემაზე:”დეცენტრალიზაცია და მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში: მიღწევები და გამოწვევები”.
17 თებერვალს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. აღმასრულებელმა საბჭომ შეაჯამა 2011 წლის საქმიანობა, დაამტკიცა ასოციაციის 2012 წლის სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი.
თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის დელეგაციამ ქ. ბრიუსელში მონაწილეობა მიიღო ევროპის რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების საბჭოს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
7 დეკემბერს, სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა კვლევის- ”ადგილობრივ დონეზე ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სოფლის რეაბილიტაციის ხარჯების მონიტორინგი საქართველოში”- პრეზენტაცია.
15-16 ნოემბერს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე ”მუნიციპალიტეტების როლი რეგიონულ განვითარებაში -მიღწევები და გამოწვევები”
18-20 ოქტომბერს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 21-ე სამუშაო სესიაში.
10-15 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის კვირეული ჩატარდება.ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეული ყოვეწლიური ღონისძიებაა, რომელიც აღინიშნება ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში.
28 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მუნიციპალიტეტების საფინანსო დეპარტამენტების წარმომადგენლებისათვის გაიმართება ტრენინგები თემაზე ”საჯარო ინვესტიციების მართვა მუნიციპალურ დონეზე”.
23 სექტემბერს ქ.ფოთში თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრები ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს მაია სიდამონიძეს შეხვდნენ და ტურიზმის განვითარებაში ადგილობრივი თვითმმართველობების როლის შესახებ ისაუბრეს.
8-9 სექტემბერს ასოციაციის პრეზიდენტი მამუკა აბულაძე მონაწილეობას მიიღებს ქ.პოზნანში დაგეგმილ ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის (CORLEAP) დამფუძნებელ კონფერენციაში.
7-14 სექტემბერს სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მუნიციპალიტეტების საფინანსო დეპარტამენტების წარმომადგენლებისათვის გაიმართება ტრენინგები თემაზე ”საჯარო ინვესტიციების მართვა მუნიციპალურ დონეზე”.
ა.წ. 1 სექტემბრიდან საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია გადადის ახალ მისამართზე: ქ. თბილისი, 0171, მ. კოსტავას ქ. #75ა. ბინა #65.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ნორვეგიაში მომხდარი ტერაქტების გამო და სამძიმარს უცხადებს ნორვეგიელ ხალხს, დაღუპულთა ოჯახებსა და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციას.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფო მართვის აკადემიათა ქსელთან ერთად აცხადებს ტენდერს სასტუმრო მომსახურეობის შესყიდვისთვის
8-11 ივლისს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საკრებულოების წარმომადგენლები ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის გასაცნობად ბორჯომის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ.
27-29 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე ”მულტიეთნიკური მმართველობა”.
24 ივნისს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან ერთად საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა დავით მელუამ მონაწილეობა მიიღო ევროპის საჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა სამუშაო ვიზიტით ნორვეგიაში იმყოფებოდა.
Notice: Undefined index: in /home/nalage5/old.nala.ge/vendor/Melon/helpers.php on line 1018
Notice: Undefined index: in /home/nalage5/old.nala.ge/vendor/Melon/helpers.php on line 1018
0000 სრულად
Notice: Undefined index: in /home/nalage5/old.nala.ge/vendor/Melon/helpers.php on line 1018
Notice: Undefined index: in /home/nalage5/old.nala.ge/vendor/Melon/helpers.php on line 1018
0000 სრულად
Notice: Undefined index: in /home/nalage5/old.nala.ge/vendor/Melon/helpers.php on line 1018
Notice: Undefined index: in /home/nalage5/old.nala.ge/vendor/Melon/helpers.php on line 1018
0000 სრულად
Notice: Undefined index: in /home/nalage5/old.nala.ge/vendor/Melon/helpers.php on line 1018
Notice: Undefined index: in /home/nalage5/old.nala.ge/vendor/Melon/helpers.php on line 1018
0000 სრულად
Notice: Undefined index: in /home/nalage5/old.nala.ge/vendor/Melon/helpers.php on line 1018
Notice: Undefined index: in /home/nalage5/old.nala.ge/vendor/Melon/helpers.php on line 1018
0000 სრულად
Notice: Undefined index: in /home/nalage5/old.nala.ge/vendor/Melon/helpers.php on line 1018
Notice: Undefined index: in /home/nalage5/old.nala.ge/vendor/Melon/helpers.php on line 1018
0000 სრულად